“ფოთში უნდა ავაშენოთ ოლიმპიური სტანდარტების ბასეინი და სპორტული დარბაზი. ასევე ფოთში ვახორციელებთ წყალკანალიზაციის პროექტს, კომპანია, რომელიც აქ მუშაობდა ვერ გაამართლა ჩვენი იმედები და მოგვიწია გაწყვეტა ამ პროექტის. ასევე ვგეგმავთ რიონზე ახალი ხიდის მშენებლობას, ინვესტიცია იქნება 50 მილიონ ლარზე მეტი”- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დევნილების დაბრუნების სურვილებზე ისაუბრა.

„ამაღლებული საზეიმო, სამუშაო განწყობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს ფოთელებთან ერთად, წარმატებას მივაღწევთ და ჩვენი ქალაქი იქნება ისეთი, ჩვენ როგორიც გვინდა“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ მედიასთან საუბრისას.

ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენა დღეს ფოთში, მერიის შენობის წინ გაიმართა.

ამავე თემაზე:

“ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატი “ნაცმოძრაობის” შემწირველი იყო

მმართველმა პარტიამ ფოთის მერობის კანდიდატი დაასახელა

“ოცნების” მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატის ბანერები ფოთში

კომენტარები