ჯინჯოლია მალთაყვაში ჩასახლებულ დევნილებს ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჩატარებას დაპირდა. მისი დაპირებით, ქალაქში ის ევროპულ უნივერსიტეტს გახსნის.

“ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი უნივერსიტეტი. ჩემს იდეაში, ჩემს წარმოსახვაში, ეს უნივერსიტეტი მალთაყვაშია. მე ვიცი, რომ ჩვენს ქალაქს მეგობრული მემორანდუმი დადებული აქვს ამერიკასთან და ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნას ფოთში და ჩვენმა შვილებმაც მიიღონ ევროპული და ხარისხიანი განათლება. ამას გპირდებით!”- განაცხადა ჯინჯოლიამ.

ერთ-ერთმა დევნილმა შეხვედრაზე კანდიდატსა და მის თანმხლებთ განუცხადა, რომ ის მუდმივად დაპირებებს ისმენს და კონკრეტული ყოფით პრობლემები ჩამოუთვალა.

კომენტარები