შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიის კანდიდატები. მათი თქმით, ადგილი ქონდა ტოტალურ გაყალბებებებს – კარუსელებს, ხმების ჩაყრებს და ამომრჩევლის მოსყიდვას. მათ წუხელ, გვიან ღამით, ფოთის #70 საოლქო კომისიასთან აქციაც გამართეს.

ცესკო-ს მონაცემებით, ფოთში, 18578-მა ამორჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 45,06%-ს შეადგენს.

ფოთში, 41233 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კი 40 656 ამომრჩეველი იყო.

ამავე თემაზე:

ოპოზიცია ფოთში #31 საარჩევნო უბნის ბათილობას ითხოვს [Video]

კომენტარები