გამოცემის ინფორმაციით, მიტროპოლიტი ფლობდა 402 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას სენაკში, სოფელ თეკლათში, რომელიც 2008 წელს საპატრიარქოს შესწირა.

მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდსა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას

სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში – ელიზბარ მუჯირი დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში.

1993 წელს აღიკვეცა ბერად. 1996 წელს ეკურთხა მღვდლად. 2003 წლიდან ეპისკოპოსია. 2009 წელს ებოძა მთავარეპისკოპოსობა. 2010 წლიდან მიტროპოლიტია.

რამდენიმე დღის წინ, ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა. ქაშუეთის ეკლესიაში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ ბრძანება წაიკითხა.

„მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, – აღნიშნა ილია მეორემ.

წყარო:

საპატრიარქოს კაპიტალი

კომენტარები