ცესკოს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები, 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 30 ოქტომბერს გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონის 32 ოლქში.

არჩევნების მეორე ტური იმ ოლქებში იმართება, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

განმეორებითი კენჭისყრა კი 22 ოქტომბერს ჩატარდება.

№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

კომენტარები