ზოგადი ინფორმაცია

  • ბოლო ცვლილება: Eliso Janashia
  • ცვლილების თარიღი: 19.11.2020
  • წაკითხვა: 2288

„ჩვენ შესახებ თუ ჩვენს შესახებ? ჩვენ სახლში თუ ჩვენს სახლში? – ესენი სულ მერევა“, − შემომჩივლა ჩემმა მეგობარმა ანუკამ. მეც შევპირდი, რომ მარტივად ავუხსნიდი. ახლა სწორედ ამას შევეცდები. ჩვენ და თქვენ არის პირის ნაცვალსახელიც და კუთვნილებითი ნაცვალსახელიც. როცა ჩვენ ან თქვენ (ასევე ჩემ და შენ) არის პირის ნაცვალსახელი, მაშინ იქნება ჩვენ, ანუ ს-ს გარეშე (მაგალითად, […]

„ჩვენ შესახებ თუ ჩვენს შესახებ? ჩვენ სახლში თუ ჩვენს სახლში? – ესენი სულ მერევა“, − შემომჩივლა ჩემმა მეგობარმა ანუკამ. მეც შევპირდი, რომ მარტივად ავუხსნიდი. ახლა სწორედ ამას შევეცდები.

ჩვენ და თქვენ არის პირის ნაცვალსახელიც და კუთვნილებითი ნაცვალსახელიც. როცა ჩვენ ან თქვენ (ასევე ჩემ და შენ) არის პირის ნაცვალსახელი, მაშინ იქნება ჩვენ, ანუ ს-ს გარეშე (მაგალითად, ჩვენ შესახებ); როცა ჩვენ ან თქვენ (ასევე ჩემ და შენ) არის კუთვნილებითი ნაცვალსახელი, მაშინ იქნება ჩვენს, ანუ მიცემით ბრუნვაში ს დაემატება (მაგალითად, ჩვენს სახლს). როგორ უნდა გაიგო, ეს ჩვენ ან თქვენ კუთვნილებითი ნაცვალსახელია თუ პირის ნაცვალსახელი? აი, ასე: ჩვენ ან თქვენ (ასევე ჩემ და შენ) ნაცვალსახელს თუ მოსდევს თანდებული, ესე იგი პირის ნაცვალსახელია და ს არ დაემატება, მაგალითად, ჩვენ შესახებ, ჩემ მიერ, შენ გარდა და ა.შ. ჩვენ ან თქვენ (ასევე ჩემ და შენ) ნაცვალსახელს თუ მოსდევს არსებითი სახელი, ესე იგი კუთვნილებითი ნაცვალსახელია და მიცემით ბრუნვაში ს ყოველთვის უნდა დავუწეროთ, მაგალითად, ჩვენს სახლს, თქვენს მეგობარს, ჩემს წიგნს და ა.შ. სულ ეს არის 🙂 გამოყენებული ლიტერატურა: ზინა გაბიჩვაძე – „ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის“ ნინო შარაშენიძე – „ქართული ენის გრამატიკა – მორფოლოგია“